ელექტრონული სწავლების მართვის სისტემა

თანამედროვე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე ადაპტირებად სამუშაო გარემოში, ელექტრონული სწავლების მართვის სისტემა (LMS) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამული აპლიკაციაა ორგანიზაციებისთვის, რითაც ზრუნავენ საკუთარი თანამშრომლების სწავლება-განვითარებასა და უნარების გაუმჯობესებაზე. პლატფორმა კორპორატიულ L&D გუნდებს საშუალებას აძლევს ელექტრონულად მართონ და აკონტროლონ სწავლება-განვითარების პროცესი: შექმნან და მიაწოდონ ციფრული სასწავლო კურსები, გაწერონ ინდივიდუალური თუ ჯგუფური სასწავლო ბილიკები, ჩაატარონ ვებინარები/კონფერენციები და რაც მთავარია, დეტალური რეპორტინგის დახმარებით, თვალი ადევნონ თანამშრომელთა შესრულებასა და მათ პროგრესს.

ელექტრონული სწავლების მართვის სისტემა (LMS) არის პლატფორმა, რომელიც თანამშრომლებისთვის ამარტივებს და უფრო მოქნილს ხდის პროფესიული განვითარებისა და უნარების გაუმჯობესების პროგრამებში ჩართულობას, ხოლო მენეჯმენტისთვის - პროცესის მართვასა და მონიტორინგს. მსგავსი პლატფორმის გამოყენება ემსახურება რამდენიმე მიზანს, როგორებიცაა: თანამშრომელთა განვითარება ნაკლები დანახარჯებითა და მეტი ეფექტურობით, ორგანიზაციის სასწავლო რესურსების შეგროვება, გაზიარება და ანალიზი. თუმცა, რა თქმა უნდა, LMS-ის კონკრეტული როლი ცვლადი და მორგებადია ორგანიზაციის სასწავლო სტრატეგიისა და მიზნების შესაბამისად.

BDO Academy-ის მიმართულება გთავაზობთ გლობალურ, თანამედროვე LMS პლატფორმას. ჩვენი მომსახურება საშუალებას გაძლევთ კონცენტრირდეთ ორგანიზაციის სხვა ძირითად ბიზნეს ამოცანებზე, სასწავლო საჭიროებების ნაკლები დანახარჯისა და დროითი რესურსის გამოყენებით, გეოგრაფიული არეალის მიუხედავად, მანამ, სანამ ჩვენ ვასრულებთ თქვენი კომპანიის სწავლებისა და განვითარების ამოცანებს.
 

 

პლატფორმის შესაძლებლობები

დღეს უფრო და უფრო მეტი კომპანია ირჩევს სწავლების მართვის სხვადასხვა ეფექტური სისტემების გამოყენებით ტრენინგ პროცესების ციფრულ ფორმატში მართვას. LMS პლატფორმა მსმენელებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობით შეუერთდნენ როგორც ლაივ სესიებს, ასევე მათთვის გამზადებულ სხვა ელექტრონულ მასალებს - იქნება ეს კურსები, სახელმძღვანელოები, ქვიზები, ვიდეოები თუ სხვა.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული პლატფორმის თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებზე ლოკალიზებით შესაძლებელია სასწავლო პროცესის აწყობა, ორგანიზება, მიწოდება, სტრუქტურიზება და პროგრესის მონიტორინგი. სისტემა შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი თანამშრომლებისთვის შექმნათ და მიაწოდოთ სხვადასხვა ფორმატის  ელექტრონული კურსები, მართოთ სრული სწავლებისა და კომუნიკაციის პროცესი ონლაინ, და მიიღოთ ანგარიშები თანამშრომელთა შესრულებისა თუ პროგრესის შესახებ.

LMS პლატფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაგვინიშნეთ შეხვედრა და მიიღეთ უფრო დეტალური ინფორმაცია თუ როგორ დაგეხმარებათ ჩვენი პლატფორმა თქვენი ორგანიზაციის სწავლება-განვითარების მიზნების მიღწევაში.