თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების სისტემის დანერგვა- „თოლია“

„თოლიას“ სანაყინეების ქსელმა BDO-ს People Advisory-ის სწავლებისა და შესრულების მართვის მიმართულებასთან პარტნიორობით კომპანიაში თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების სისტემა შექმნა. აღნიშნული გადაწყვეტა კომპანიას საშუალებას მიცემს თანამშრომელთა მიზნები და შესრულება თანხვედრაში მოიყვანოს ორგანიზაციის გეგმებთან.  

პროექტის შედეგები

სწავლებისა და განვითარების სისტემის შექმნა 

  1. სწავლების საჭიროებების განსაზღვრა 
  2. ორგანიზაციული სასწავლო გეგმის შემუშავება
  3. ტრენინგ სისტემის აწყობა
  4. ტრენინგ მასალების შექმნა და დიზაინი 
  5. თანამშრომელთა გადამზადება და ქოუჩინგი

პროექტის შესახებ

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ შეაფასა მომსახურების ხარისხი, მიღებული შედეგების საფუძველზე კი - სწავლების შიდა პროცესებისა და  თანამშრომელთა გადამზადების სისტემა ააწყო.  

თანამშრომელთა სწავლება და განვითარება გულისხმობს თითოეული თანამშრომლის სამუშაოს ხარისხის გაზრდის მიმართულებით კომპანიის მხრიდან მუდმივ ძალისხმევას. ამ პროცესში, ორგანიზაციის მიზანია მოამზადონ და განავითარონ თანამშრომლები სხვადასხვა საგანმანათლებლო მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებით. 

BDO-ს People Advisory-ის გუნდმა პროექტის დასაწყისში კომპანიის მომხმარებლებთან და გუნდთან ჩაატარა კვლევა და ფოკუს ჯგუფები, რათა დაედგინა სწავლების საჭიროებები და ამის შესაბამისად შეემუშავებინა სასწავლო გეგმები. მიღებული შედეგების საფუძველზე, შეიქმნა კომპანიის პროცესებზე და თანამშრომელთა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგ სისტემა - მოხდა ჩასატარებელი ტრენინგების იდენტიფიცირება, მათი პრიორიტეტების დადგენა, თანამშრომელთა შესაბამისად გადამზადება და მენტორების ქოუჩინგი. 

აღნიშნული პროცესის პარალელურად, კვლევის შედეგების საფუძველზე განახლდა არსებული და დამატებით შეიქმნა ახალი სასწავლო და ტრენინგ მასალები. 

საბოლოო ჯამში, თოლიას სანაყინეების ქსელის BDO-სთან განხორციელებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა კომპანიის კონსულტანტებისთვის მომსახურების ხარისხის შეფასებისა და სწავლების სისტემა, ტრენინგების გეგმა და განახლდა სასწავლო მასალები. 

„კომპანიის ზრდასთან და განვითარებასთან ერთად ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო ახალი სასწავლო მიდგომების ინტეგრირება. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ისეთი პარტნიორის შერჩევა, რომელიც დაგვეხმარებოდა სასწავლო საჭიროებების აღმოჩენაში და გადაჭრის გზების პოვნაში ბიზნეს პროცესების შესაბამისად. სწორედ ამიტომ, პარტნიორად შევარჩიეთ ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი BDO-ს People Advisory-ის გუნდი, რომელთა ჩართულობამაც და  სწავლების გეგმამ საგრძნობლად გააუმჯობესა როგორც ჩვენი თანამშრომლების უნარები მომხმარებელთან ურთიერთობისას, ასევე დადებითი გავლენა მოახდინა გუნდზე. სასიამოვნო გამოცდილება იყო ჩვენთვის აღნიშნული პარტნიორობა და სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ BDO-ს People Advisory-ის გუნდთან ,“- სალომე პეტრიაშვილი, "თოლიას" HR მენეჯერი. 

ორგანიზაციაში სწავლებისა და განვითარების სისტემის არსებობა კომპანიას დაეხმარება: 

  1. სუსტი მხარეების აღმოჩენაში და მათ დაძლევაში
  2. თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების გაუმჯობესებაში 
  3. კომპანიის პროფილისა და რეპუტაციის გაძლიერებაში
  4. ინოვაციური გადაწყვეტების განხორციელებაში.