
Mariam Chachkhiani
საბანკო სექტორში, სადაც მუდმივი ცვლილებები და რეგულაციები განსაკუთრებულ მოქნილობას მოითხოვს, თანამშრომლების უწყვეტი განვითარება კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. როგორ შეუძლია 700-მდე თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს, ჰქონდეს ერთიანი, მაღალი სტანდარტის ცოდნა და ამავდროულად, შეინარჩუნოს მოქნილობა?
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, ტერაბანკმა, ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, BDO Academy-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო. შედეგად, დაინერგა ელექტრონული სწავლების მართვის სისტემა, LMS.
700-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგების, ატესტაციებისა და პროფესიული განვითარების მართვა კომპლექსური ამოცანაა. ტერაბანკის HR გუნდი ეძებდა სისტემას, რომელიც გადაჭრიდა რამდენიმე ძირითად პრობლემას:
ტერაბანკის ტრენინგ ცენტრის უფროსი მენეჯერი, ეკა ბედიანაშვილი აღნიშნავს:
„ჩვენი მთავარი სტრატეგიული ამოცანა იყო, შეგვექმნა ცოდნის მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც იქნებოდა თანამშრომლების განვითარებისა და პროგრესის მართვის დინამიკური ინსტრუმენტი. ამიტომ, ვეძებდით არა მზა პროდუქტს, არამედ პარტნიორს, რომელიც სისტემას ჩვენს უნიკალურ შიდა პროცესებს მოარგებდა.“
ტერაბანკის ქეისი უნიკალურია იმით, რომ აქცენტი გაკეთდა არა BDO Academy-ის მიერ კურსების შექმნაზე, არამედ ბანკის შიდა პროცესებთან პლატფორმის სრულ ადაპტაციაზე. ბიდიო აკადემიამ უზრუნველყო ტექნოლოგიური ჩარჩო და ექსპერტიზა, რამაც ტერაბანკის L&D გუნდს საშუალება მისცა, თავად შეექმნა და ემართა შთამბეჭდავი მოცულობის კონტენტი.
BDO Academy-ის LMS პლატფორმის ხელმძღვანელი, მარიამ ჩაჩხიანი:
„ტერაბანკის შემთხვევაში ჩვენი მიზანი იყო, ვყოფილიყავით არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სტრატეგიული პარტნიორიც. ჩვენ მათ გუნდს გადავეცით მძლავრი და მოქნილი ინსტრუმენტი და დავეხმარეთ, ეს რესურსი სრულად და დამოუკიდებლად გამოეყენებინათ საკუთარი მიზნების მისაღწევად.“
დღეს ტერაბანკის სასწავლო პროცესი, რომელიც BDO Academy-ის LMS პლატფორმაზეა აგებული, 160-მდე აქტიურ კურსს აერთიანებს და ფარავს ყველა კრიტიკულ მიმართულებას:
ტერაბანკის ტრენერ-კონსულტანტი, ანი ხაჩიძე აღნიშნავს:
„LMS პლატფორმამ სრულად შეცვალა ჩვენი მუშაობის სტილი. დღეს ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე დღეში შევქმნათ და მივაწოდოთ ახალი კურსი მთელ ქსელს. ინსტრუმენტების მრავალფეროვნება, ტესტები, დავალებები, ვიდეოები, საშუალებას გვაძლევს, სწავლა გავხადოთ ინტერაქციული და თანამშრომლებისთვის საინტერესო.’’
ტერაბანკისა და BDO Academy-ის პარტნიორობა ცხადყოფს, რომ LMS არ არის ერთ შაბლონზე მორგებული პროდუქტი. მისი მთავარი ძალა მოქნილობასა და ადაპტირების უნარშია. სწორი ტექნოლოგიური პარტნიორის დახმარებით, კომპანიას შეუძლია შექმნას უნიკალური სასწავლო სისტემა, რომელიც სრულად პასუხობს მის მასშტაბს, სტრუქტურასა და სტრატეგიულ მიზნებს.

Mariam Chachkhiani