დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად ინფორმაციის ხელმისავწდომობა აუცილებელი პირობაა, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კომპანიისთვის. შესაბამისად დიდი რაოდენობით ინფორმაციის შეგროვების, გაცვლის და დამუშავების ეპოქაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა მისი დაცულობა.
BDO-ს სხვადასხვა ინდუსტრიებთან თანამშრომლობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა რომ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ინფორმაციის დაცულობაა. ამასთან საერთაშორისო სტანდარტის ISO სერთიფიკატის ფლობა არის ნიშანი მაღალი ხარისხის სერვისისა და გამართული პროცესებისა კომპანიაში.
BDO-მ უკვე დიდი ხანია წარმატებით დანერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი ISO/IEC 27001 და გაიარა შესაბამისი სერტიფიცირება.
სტანდარტის დანერგვის ყველა სამუშაო BDO-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების მიერ შესრულდა, ხოლო აუდიტი ჩაატარა და შესაბამისი სერტიფიკატი გასცა წამყვანმა ევროპულმა კომპანია EuroCert -მა, რომელიც სასერტიფიკატო მომსახურებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა.
ISO/IEC 27001 წარმოადგენს მენეჯმენტის აქტიური ჩართულობით რისკების ეფექტურად მართვაზე დაფუძნებულ სისტემას, რომლის მიზანია მონაცემთა უსაფრთხოება და ბიზნეს პროცესების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
ISO/IEC 27001 ერთადერთი აუდირებადი საერთაშორისო სტანდარტია,რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნებს განსაზღვრავს. BDO-ს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა მოიცავს ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფიზიკური უსაფრთხოების მთელ რიგ კონტროლებს კომპანიის თანამშრომლებისა და კლიენტების ინფორმაციის დაცულობისთვის.
BDO-ს გამორჩეული მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სწორედ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა უსაფრთხიების საერთაშორისო სტანდატრების მიხედვით. ჩვენი მომხმარებლები კი დარწმუნებულები არიან რომ მათი კომპანიის მონაცემები დაცულია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

