Payroll, ის რის გარეშეც doing business შეუძლებელია


Published: 

სახელფასო სისტემების იგივე ფეიროლის ევოლუცია საუკუნეების განმავლობაში ადამიანების შრომის და პატივისცემის უწყვეტი ისტორიაა და ძალიან წააგავს სამყაროს განვითარების ეტაპებს - მუდმივად იცვლებოდა და ვითარდებოდა დროის სვლასთან ერთად.  

ბოლო მონაცემებით, თანამედროვე ბიზნესების მთლიანი შემოსავლების საშუალოდ 20%-დან 35%-მდე შრომითი ანაზღაურების ხარჯად კვალიფიცირდება. BDO-ში გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია გესმოდეთ თქვენს მიერ გაღებული ყველაზე მოცულობითი ხარჯის არქიტექტურა, ის თუ რატომ არის სახელფასო სისტემის აუთსორსინგი თქვენი ბიზნესის სტაბილურობის გარანტია და თანამშრომლების კმაყოფილების საფუძველი. ამიტომ, ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის გუნდმა გამოავლინა ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც გაგიმარტივებთ თქვენი კომპანიის სახელფასო სისტემის აუთსორსზე გატანის გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც დაზოგავთ ხარჯებს და მიიღებთ ეფექტურ პროცესებს.  


  • კონფიდენციალურობა უპირველეს ყოვლისა  

ფეიროლის პროცესში ხდება თანამშრომელთა პირადი მონაცემების და ფინანსური ინფორმაციის დამუშავება. როდესაც ეს ინფორმაცია კომპანიის შიდა თანამშრომლებს აქვთ ხელში, ყოველთვის არსებობს რისკი რომ ინფორმაცია არასწორ ადგილას მოხვდება ან შიდა კონფლიქტებს გამოიწვევს. აუთსორსინგის საშუალებით, მონაცემთა დაცულობა გარანტირებულია, რაც გამორიცხავს უხერხულობას და სამართლებრივ პრობლემებს.   


  • ცვლილებები გარდაუვალია   

საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები ხშირად ხდება, რაც მოითხოვს განახლებულ ინფორმაციაზე უწყვეტ წვდომას და რეგულაციების დაცვას. აუთსორსინგით ეს პროცესი სრულად კონტროლდება და თქვენი კომპანია ზედმეტი დანახარჯების გარეშე ადაპტირდება საკანონმდებლო ცვლილებებთან.  


  • „მოძრაობა და მარტო მოძრაობა...“ 

ბიზნესის ზრდასთან ერთად თანამშრომლების გადინების და სამსახურში აყვანის პროცესი სულ უფრო დინამიკური ხდება. აუთსორსინგის მომსახურებით მზად ვართ ეფექტურად ვმართოთ სახელფასო პროცესები კომპანიის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე და უზრუნველვყოთ არა მხოლოდ სახელფასო კალენდარზე მუშაობა, არამედ მყისიერი რეაგირება გადაუდებელ შემთხვევებზე. შესაბამისად, კომპანიის შიდა პროცესები შეუფერხებლად გრძელდება და აღარ იკარგება დრო არა რელევანტურ საკითხებზე.  


  • ვზოგავთ, ვზოგავთ და ისევ ვზოგავთ   

სახელფასო პროცესების შიდა მართვა მოითხოვს დამატებით ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს. აუთსორსინგი ხელს უწყობს ამ ხარჯების შემცირებას, დაწყებული შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ხარჯებიდან, კომპეტენტური კადრების მოძიებამდე.  


სახელფასო აღრიცხვის აუთსორსინგი არის ეფექტური გადაწყვეტილება დღევანდელ ბიზნეს საქმიანობაში, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას ფოკუსირდეთ ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებზე და ზუსტად იცოდეთ, რომ თქვენი კომპანიის სახელფასო აღრიცხვის სისტემა კონფიდენციალური, კანონმდებლობასთან შესაბამისი და დროულია.   

 

 Mariam Gogichashvili

Mariam Gogichashvili

Manager, Payroll Outsourcing
View Bio