People Value Proposition

People Value Proposition


BDO-ში ვქმნით იმას, რაც ღირებულია  

ასე ჟღერს ჩვენი უმთავრესი დაპირება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უკვე BDO-ს გუნდის წევრია, ან მომავალში შემოგვიერთდება. 

ეს ნიშნავს მუდმივად წინსვლაზე ორიენტირებას, უფრო მასშტაბურად აზროვნებას, შორს ხედვას, ადამიანური და გულწრფელი მიდგომის შენარჩუნებას ყველაფერში, რასაც ვემსახურებით. ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ, რათა თამამად გამოსცადოთ ახალი იდეები და იპოვოთ ინოვაციური გზები, რომ ერთად შევქმნათ მომავალი, რომლისკენაც ისწრაფვით.  

ღირებულის შექმნა სამუშაოს ფარგლებს სცილდება. ეს ეხება ადამიანებს, განვლილ გზას და იმ დადებით ცვლილებებს, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ. 

ეს სტანდარტია, რომელსაც საკუთარ თავს ვუწესებთ. პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, რათა ერთად შევძლოთ და კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი გზა. 

#BDOადამიანების და მათთვის, ვინც მომავალში გახდება ჩვენი გუნდის წევრო სამი მთავარი პრინციპი გვაერთიანებს: 


Pillar 1: 
ვცდებით ჩვეულ საზღვრებს


შთავაგონებთ, რომ მეტს მიაღწიონ

მასშტაბური აზროვნება BDO-ს კულტურის განუყოფელი ნაწილია. გაბედული, გახსნილი და აღმოჩენების მოყვარული. არასოდეს ვკმაყოფილდებით უკვე ნაცადი გზებით, ამიტომ თავად ვქმნით ჩვენს პროფესიულ მომავალს და ვაზიარებთ ახალ იდეებს.

Pillar 2:
ვქმნით პერსონალურ გამოცდილებას


ვიპყრობთ სიმაღლეებს

ჩვენს იდენტობას ადამიანები ქმნიან. გუნდურობით ვამყარებთ ნამდვილ, ავთენტურ ურთიერთობებს დამკვეთებთან და ერთმანეთთან.  ჩვენი მთავარი მიზანიც ესაა, ადამიანები ადამიანებისთვის, რაც უპირობოდ გვეხმარება მივიღოთ ამბიციური და მასშტაბური შედეგები. 



Pillar 3:
ვაწესებთ მაღალ სტანდარტს


ვიწვევთ ნდობას

ჩვენ სწორ გზას ვირჩევთ მაშინაც კი, როცა ის რთულია. ნდობა და კეთილსინდისიერება მთავარი ფასეულობებია, რომელსაც უპირობოდ ვეყრდნობით. სწორედ ამიტომ საკუთარ თავს მუდმივად მაღალ სტანდარტებს ვუწესებთ, რაც თანმიმდევრულ და მიზანდასახულ გუნდად გვაქცევს.