• მდებარეობა
  • ჩვენი გუნდი
  • ღონისძიებები
  • სიახლეები
  • კარიერა
  • enEnglish
  • kaGeorgian
კონტაქტი
logo
BDO CCA
    • მთავარი
    • მონაცემთა შენახვა და განადგურება

    Legal & Privacy

    • წესები და პირობები
    • ზოგადი ინფორმაცია
    • თქვენი უფლებები
    • რა მონაცემებს ამუშავებს BDO
    • მონაცემთა დამუშავების საფუძველი
    • მონაცემთა უსაფრთხოება
    • მონაცემთა შენახვა და განადგურება
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება
    • კონტაქტი

    მონაცემთა შენახვა და განადგურება


    იმისათვის, რომ განისაზღვროს პერსონალურ მონაცემთა შენახვის ადეკვატური ხანგრძლივობა, ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ინფორმაციის მოცულობას, ხასიათს და სენსიტიურობის ხარისხს, არაავტორიზებული გამოყენების ან გამჟღავნების პოტენციურ რისკებს, პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზნებს და ამ მიზნების მიღწევის ალტერნატიულ გზებს პერსონალურ მონაცემთა გამოყენების გარეშე, ასევე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობისა და დადგენილი რეგულაციების მოთხოვნებს. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამისათვის საჭირო ვადით დავამუშავებთ, რაც გულისხმობს კონკრეტული კატეგორიის პერსონალური მონაცემის დამუშავების კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადას ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ჩვენზე ზოგადი კანონმდებლობით ან საერთაშორისო სტანდარტებით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ვადას. 

    თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენთვის დროული და სრულფასოვანი მომსახურების მოწოდებას და  შესაძლოა შეფერხდეს ჩვენი მომსახურება.

    თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში ან იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც მუშავდება თქვენი მონაცემები, ისინი ნადგურდება წინასწარ დადგენილი წესით. მონაცემთა განადგურება გულისხმობს ელექტრონულად დაცული პერსონალური მონაცემების სამუდამო წაშლას, ხოლო ფიზიკური ფორმით შენახული მონაცემების ფიზიკურ განადგურებას.

    • კონტაქტი
    • მდებარეობა
    • წესები და პირობები
    Email Sign Up
    At BDO, we believe exceptional client service begins with building exceptional relationships.
    BDO Copyright © 2026. See Terms & Conditions for more information.