BDO-ს ტრანსფერ ფრაისინგის სიახლეები #51 (ENG)


Original content provided by BDO

საბაჟო საკითხებსა და ტრანსფერ ფრაისინგის რეგულირებას შორის ურთიერთქმედება ტრანსფერ ფრაისინგის პრაქტიკოსებისთვის უკვე წლებია, რაც მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. თუმცა 2025 წელს, ტარიფებისადმი გაზრდილი ინტერესის ფონზე, აღნიშნული თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა და ტრანსფერ ფრაისინგის როლი მეტად წამოიწია წინა პლანზე. BDO-ს გლობალური ტრანსფერ ფრაისინგის სიახლეების ამ გამოცემაში გთავაზობთ კანადურ სტატიას საბაჟო-საანგარიშო ღირებულებებსა და ტრანსფერ ფრაისინგს შორის კავშირზე. სტატია ხაზს უსვამს, რომ ტრანსფერული ფასების ხელოვნურად დაკლება ტარიფული ვალდებულებების შესამცირებლად, შესაძლოა, რეგულატორის მხრიდან გამოძიების დაწყებისა და გადასახადების გადამოწმებული დარიცხვის საფუძველი გახდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის სასამართლომ ახლახან გამოიტანა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მკაფიო განმარტებებს იძლევა საბაჟო ღირებულებების დადგენის პროცესთან მიმართებით, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ტრანზაქციებში ფასის კორექტირებების პირობებში.

ტრანსფერ ფრაისინგის სფეროში მუდმივად აქტუალური თემაა ასევე კითხვა: რა მოცულობის ვალი შეიძლება ჩაითვალოს საბაზრო პირობებში მოცემულად? ამ საკითხზე ავსტრალიის საგადასახადო სამსახურმა ბოლო დროს გამოსცა რეკომენდაციები, რომელიც ე.წ. „რისკის ზონის“ მიდგომას ეფუძნება და სხვადასხვა ფერით კოდირებულ რისკის დონეებს განსაზღვრავს. საქართველოშიც აქტიურად განიხილება აღნიშნული თემა, რისი გამოძახილიცაა ახლად შემუშავებული რეგულაციები კონტროლირებული სესხების კაპიტალად კვალიფიკაციაზე. გერმანიამ, რომელსაც ჯგუფის შიდა დაფინანსების წესები უკვე წლებია აქვს დანერგილი, ახლახან შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოქმედ რეჟიმში.

გარდა ამისა, საქართველომ 2025 ფინანსური წლიდან აიღო ვალდებულება მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის (country by country reporting)  განხორციელებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება მრავალი ქვეყნის პრაქტიკაში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს, მისი მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ვინაიდან ის მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის განსასაზღვრად, აკმაყოფილებს თუ არა მულტინაციონალური კომპანია დაბეგვრის მეორე სვეტის უსაფრთხოების ზღვარს. ამ ანგარიშების ხარისხის გასაუმჯობესებლად, OECD-მ ახლახან გამოაქვეყნა ყველაზე ხშირი შეცდომების სია, რომელსაც მულტინაციონალური კომპანიები უშვებენ აღნიშნული ანგარიშების მომზადებისას.

ამასთანავე, გერმანიამ შემოიღო საჯარო მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფის ანგარიშის (country by country reporting) მოთხოვნაც, რომელიც შეეხება 2024 წლის 21 ივნისის შემდეგ დაწყებულ ფისკალურ წლებს.

გლობალური სიახლეების ეს გამოშვება სრულდება ტრანსფერ ფრაისინგის ახალი კანონმდებლობის მიმოხილვით - ერთი სტატია წარმოდგენილია დანიიდან, ხოლო მეორე გაერთიანებული სამეფოდან.


მიხეილ ენუქიძე

მიხეილ ენუქიძე

პარტნიორი, საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი
View Bio