Original content provided by BDO
მოგესალმებით და წარმოგიდგენთ Horizons-ის 2025 წლის ზაფხულის გამოცემას - ჩვენს რეგიონულ ანალიზს, რომელიც მომზადებულია BDO-ს შერწყმისა და შეძენის (M&A) პროფესიონალების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მთლიანობაში გლობალური მონაცემები აჩვენებს გარიგებების აქტივობის შემცირებას დაახლოებით 14%-ით 2025 წლის პირველ ნახევარში, 2024 წლის მეორე ნახევართან შედარებით. მიმდინარე წელი ძირითადად გამოირჩეოდა აშშ-ის სავაჭრო ტარიფების ზეგავლენის შესახებ სპეკულაციებითა და რეალური შედეგებით. კერძო კაპიტალმა გარიგებების აქტივობა გაცილებით უკეთ შეინარჩუნა, ვიდრე სავაჭრო სექტორმა და არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ამ პერიოდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უარესი იქნებოდა კერძო კაპიტალის წვლილის გარეშე.
„სითბოს რუკა“ კვლავ აჩვენებს, რომ მოსალოდნელი გარიგებების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, შუა ბაზრის სეგმენტში, სადაც ჩვენ ვმოქმედებთ, გარიგებების მილი კვლავ ჯანსაღია. რეალურად, როგორც კერძო კაპიტალს, ისე სავაჭრო ინვესტორებს გააჩნიათ საკმარისი რესურსი ინვესტიციებისთვის და როგორც კი ტარიფებთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდება, ველით გარიგებების აქტივობის გაუმჯობესებას.