საქართველოში ლოგისტიკური სექტორი სწრაფად ვითარდება, რაც კომპანიებისთვის კონკურენტულ გარემოს ქმნის და ფასთან ერთად დამატებითი ფასეულობის შექმნის აუცილებლობა ჩნდება.
პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ოპერაციული მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც რეალურ კომერციულ ღირებულებას ქმნის. ეს შედეგი კი მიიღწევა სწორად დაგეგმილი პროექტით, რომელიც განსაზღვრავს მის მომგებიანობას, ოპერაციულ ეფექტიანობას და მასშტაბირების შესაძლებლობას.
პროექტის სწორად დაგეგმვა მხოლოდ სივრცის მოწყობას არ გულისხმობს, ის ქმნის სრულფასოვან ბიზნეს ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს:
ამგვარად დაგეგმილი პროექტი ქმნის პლატფორმას, რომელიც ზრდის მომგებიანობას, უზრუნველყოფს ოპერაციულ ეფექტიანობას და ბიზნესს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
ინვესტიცია დაგეგმვაში ნიშნავს ინვესტიციას ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ მოთხოვნებს პასუხობს, არამედ ქმნის საფუძველს გრძელვადიანი ზრდისთვის, ბაზრის ახალი სეგმენტების ათვისებისა და სერვისების დივერსიფიცირების შესაძლებლობისთვის.
შედეგად, კომპანია იღებს მდგრად, მოქნილ და თანამედროვე ოპერაციულ მოდელს, რომელიც ადაპტირდება ბაზრის ცვლილებებთან და უზრუნველყოფს სტაბილურ კომერციულ ღირებულებას მომავალშიც.

დავით ფაღავა