რისკების გლობალური სურათი  2025 (ENG)

რისკის ნაპრალი: რატომ არ მუშაობს ყოველთვის ფრთხილი მიდგომა


Original content provided by BDO

რისკების გლობალური სურათის კვლევის მიხედვით, გლობალური სავაჭრო დაძაბულობისა და რეგულაციების ცვლილებების ფონზე, კომპანიები სულ უფრო ფრთხილად ეკიდებიან რისკს - გამოკითხულთა 69%-მა აღნიშნა, რომ ცდილობს აირიდოს რისკები, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 61% იყო.

ჩვენმა 2024 წლის ანგარიშმა ხაზი გაუსვა რისკების მართვის საჭიროებას და აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია anti-fragile ე.წ. უტეხი მიდგომის განვითარება რისკების მიმართ, რაც კომპანიებს ეხმარება გამოწვევების ფონზე გაძლიერებაში. მიგვაჩნია, რომ რისკებისგან უკან დახევა, რაც ბოლო 12 თვის განმავლობაში დაფიქსირდა, მომავალში ზრდის შენელებას გამოიწვევს.

ეს მხოლოდ ერთ-ერთი თემაა, რომელიც წარმოდგენილია 2025 წლის გლობალური რისკების ანგარიშში.


შესაბამისობაზე ორიენტირებული რისკი vs რისკების მართვა 

ბიზნესები სულ უფრო ხშირად ითვისებენ შესაბამისობაზე დაფუძნებულ მიდგომას რისკების მართვისადმი. რეგულაციების გამკაცრება შესაძლოა ხელს უწყობდეს box-ticking-ის ტიპის ქცევას, რაც რეალური რისკების მართვის ხარჯზე ხორციელდება.

ამასთანავე, ხელმძღვანელი პირების 74% მიიჩნევს, რომ რისკებისადმი პროაქტიული დამოკიდებულების კორპორაციულ კულტურაში ინტეგრირება ხელს შეუწყობს ფოკუსის გადატანას ფორმალური შესაბამისობიდან იმ სტრატეგიებზე, რომლებიც რეალურ ღირებულებასა და შესაძლებლობებს ქმნის.

ბიზნესის ზრდა რისკის გარეშე?

ბიზნესებმა უნდა აღიარონ, რომ ზრდა ცვლილებებს მოითხოვს - ცვლილებებს, რომლებიც კომპანიისთვის ახალი ან გაძლიერებული რისკების წარმოქმნის წინაპირობა შეიძლება გახდეს, მათ შორის აღსანიშნავია მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები ან კიბერსაფრთხეები.

ძალიან მნიშვნელოვანია რისკებისადმი პროაქტიული მიდგომის დანერგვა და მხოლოდ ფორმალური შესაბამისობით დაკმაყოფილების თავიდან არიდება. სწორედ ამ გზით შეძლებენ კომპანიები საკუთარი რისკპროფილის გაუმჯობესებას და იმ ბიზნესშესაძლებლობების გამოყენებას, რომელიც წინ ელით.

რისკების გლობალური სურათის ანგარიში იკვლევს რისკების ლიდერების დამოკიდებულებებს სხვადასხვა მიმართულებით განვითარებული რისკების მიმართ - მათ შორის ხელოვნური ინტელექტი (AI), გეოპოლიტიკური დაძაბულობა, მიწოდების ჯაჭვი, კიბერუსაფრთხოება და სხვა.

ჩამოტვირთეთ რისკების გლობალური სურათი თქვენი რეგიონისთვის 

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ოთხ რეგიონულ ანგარიშს, რომელიც განიხილავს ბიზნესრისკებისა და რისკებისადმი დამოკიდებულების თავისებურებებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA), ამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის (APAC) რეგიონებისთვის.

გადმოწერეთ ძირითადი ანგარიში და მიიღეთ წვდომა რეგიონულ თეთრ წიგნებზეც.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ვაგროვებთ მონაცემებს გლობალურ რისკებზე - გაიგეთ, რა ტენდენციები გამოიკვეთა ამ პერიოდის განმავლობაში.


რისკების გლობალური სურათის კვლევის შესახებ

მოცემული ანგარიში ეფუძნება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში (MEA), აზია-წყნარი ოკეანის (APAC) რეგიონსა და ამერიკაში 500 უმაღლესი რგოლის მენეჯერის მონაწილეობით ჩატარებულ კვლევას.

გამოკითხვა მიზნად ისახავს გაანალიზოს, როგორ უდგებიან ისინი რისკების მართვას და როგორ რეაგირებენ იმ გლობალურ მოვლენებზე, რომლებიც მათი ბიზნესისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ეს არის რისკების გლობალური სურათის მეათე გამოცემა.