კვლევა: სტრატეგიიდან დანახარჯამდე - მდგრადობის ხარისხი ბიზნესში


Original content provided by BDO

რეგულაციების ბარიერებითა და პოლიტიკური ზეწოლით გამორჩეულ წელს, ბიზნესები სულ უფრო მეტად დგებიან პირისპირ მდგრადობის გაურკვეველ გარემოებასთან. ამავდროულად, კლიმატთან დაკავშირებულმა ზარალმა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოქმედების გადაუდებელ აუცილებლობას.

ჩვენი გლობალური მდგრადობის სერვისების პირველი კვლევა აჩვენებს, რომ მდგრადობა კვლავ რჩება სტრატეგიულ პრიორიტეტად კომპანიებისთვის მსოფლიოს მასშტაბით: 

  • რესპონდენტების 87% ამბობს, რომ მდგრადობა მნიშვნელოვანია მათი ბიზნესის სტრატეგიისთვის
  • გამოკითხულთა 83% აღნიშნავს, რომ ბიზნესში ინტეგრირებული მდგრადობის პროგრამა მათ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს 
  • თუმცა გამოკითხულთა მხოლოდ 25%-ს აქვს სრულად ჩამოყალიბებული მდგრადობის პროგრამა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი იმისთვის, რომ მდგრადობა ბიზნესის ყოველდღიურ პრაქტიკად იქცეს.

ანგარიში მოიცავს:

  • დინამიკას რეგიონების ჭრილში - ევროპაში CSRD-თან დაკავშირებული გაურკვევლობიდან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კაპიტალის შეზღუდვებამდე
  • სტრატეგიულ მინიშნებებს - გამოწვევების მიუხედავად რატომ აგრძელებენ კომპანიები ინვესტირებას 

როგორც გლობალური პროფესიული სერვისების კომპანია, ჩვენი მოწოდებაა დავეხმაროთ ბიზნესებს, რომ თავდაჯერებულად იხელმძღვანელონ რთულსა და მუდმივად ცვალებად გარემოში.


ჩამოტვირთეთ ანგარიში და აღმოაჩინეთ, თუ როგორ შეუძლია მდგრადობას თქვენს ბიზნესს მეტი ფასეულობა და მოქნილობა შესძინოს. 


გვანცა დევრისაშვილი

გვანცა დევრისაშვილი

დირექტორი, გარიგებებთან დაკავშირებული მომსახურება | მდგრადი განვითარების პრაქტიკის ხელმძღვანელი
View Bio


ბარიერებიდან შედეგებამდე

ჩვენი გლობალური მდგრადობის კვლევა აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ბარიერების შედეგებად გარდაქმნა:

  • სწრაფი წარმატებები გრძელვადიანი ეფექტებით: განსაზღვრეთ ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს მყისიერ ინვესტიციის სარგებელს - ROI (მაგალითად, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება) და ამავდროულად ხელს შეუწყობს გრძელვადიან დეკარბონიზაციას.
  • რეგულაციური გზამკვლევები: შექმენით მარტივი, ვიზუალური სახელმძღვანელოები, რომელიც გუნდებს დაეხმარება მოახლოებული რეგულაციების და მათი გავლენის უკეთ გააზრებაში. დაყავით მდგრადობის ინიციატივები მარტივად სამართავ ეტაპებად, რათა თავიდან აიცილოთ გადატვირთვა.
  • ტრენინგები და შესაძლებლობების განვითარება: ჩაატარეთ მიზნობრივი სემინარები გარემოსდაცვითი, სოციალური, მმართველობითი და მდგრადობის სხვა ძირითადი პრინციპების შესახებ. 
  • ცენტრალიზებული მონაცემთა პლატფორმები: დააინვესტირეთ ციფრული ინსტრუმენტები, რომელიც აერთიანებს მონაცემებს სხვადასხვა ბიზნესერთეულსა და რეგიონს შორის.
  • ქროს-ფუნქციური კოლაბორაცია: მონაცემების სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ჩართეთ IT, ფინანსური და საოპერაციო გუნდები.





მნიშვნელოვანი რეგიონალური მაჩვენებლები



ევროპა:


  • ევროპული კომპანიების 42% კვლავ აფასებს საკუთარი კომპანიის მიდგომას მდგრადობის მიმართ
  • ევროპული კომპანიების მხოლოდ 25%-ს აქვს სრულად ჩამოყალიბებული და ბიზნესპროცესებში ინტეგრირებული მდგრადობის პროგრამა
  • თუმცა, ევროპული კომპანიების 53%-ს უკვე გამოქვეყნებული აქვს მდგრადობის ანგარიში.



აზია-წყნარი ოკეანე:


ამჟამად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოქმედი კომპანიების მთავარი პრიორიტეტი არის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა (რაც ძირითადად ავსტრალიის რეგულაციებით არის განპირობებული).

  • გამოკითხულთა 47%-მა უკვე გამოაქვეყნა მდგრადობის ანგარიში (რაც ევროპის მაჩვენებელზე 53%-ით ნაკლებია)
  • 36%-ს ძირითადად კონცენტრირებულია მდგრადობის რეგულაციებთან შესაბამისობაზე
  • 31%-ს მდგრადობასთან დაკავშირებული თემები უკვე ინტეგრირებული აქვს  ბიზნესოპერაციებში. 




ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის  რეგიონი:

რეგულაციური და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ლათინური ამერიკის კომპანიები განიცდიან პროგრესს მდგრადობის პროგრამების განვითარების მიმართულებით. 

  • გამოკითხული კომპანიების 68%-ს უკვე გამოქვეყნებული აქვს მდგრადობის ანგარიში
  • გამოკითხულთა 42%-ს აქვს ჩამოყალიბებული მდგრადობის პროგრამა
  • 37% მუშაობს რომ მდგრადობა დააინტეგრიროს სტრატეგიაში.