IFRS-ის სააღრიცხვო სტანდარტები პრაქტიკაში - IFRS 18: ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა

Original content provided by BDO

BDO-მ გამოაქვეყნა განახლებული გამოცემა „IFRS-ის სააღრიცხვო სტანდარტები პრაქტიკაში - IFRS 18: ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა და განმარტებითი ინფორმაცია“. პუბლიკაცია წარმოადგენს IFRS 18-ის მოთხოვნების სიღრმისეულ და ამომწურავ გზამკვლევს, რომელშიც განახლებულია 50 გვერდი, მათ შორის დამატებულია სექცია მენეჯმენტის მიერ განსაზღვრულ ეფექტიანობის მაჩვენებლებზე, ასევე დამატებითი განმარტებები და მაგალითები კონკრეტულ საკითხებსა და IFRS 18-ის წარმატებით დანერგვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოსაზრებებზე.