BDO აკადემია


ვინ ვართ 

BDO აკადემია არის BDO-ს ტრენინგებისა და განვითარების მიმართულება. BDO-ს სასწავლო ტრენინგ ცენტრი 2016 წლიდან კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს სთავაზობს.

რას ვაკეთებთ

BDO აკადემიის მისიაა ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვისაც პროფესიულ განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევა სურს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებას და ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი სტანდარტების სასერტიფიკატო ტრენინგ პროგრამები, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფინანსები, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, პიროვნული თვისებები, სააღრიცხვო და საოფისე პროგრამები.

სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური მსმენელებისთვის.

რატომ უნდა აგვირჩიოთ

BDO არის გლობალური ქსელი, რომელიც ოპერირებს 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, რაც BDO აკადემიას სწავლების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი ტრენინგ ცენტრის უპირატესობებია:

  • მრავალფეროვანი კურსები
  • სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგია
  • მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრენერები
  • მოქნილი განრიგი
  • კომფორტული გარემო
  • ადაპტირებული დისტანციური სწავლება.

სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: + 995 591 047 087 ან მოგვწერეთ academy@bdo.ge
ელა მანუკიანი

ელა მანუკიანი

მენეჯერი, BDO Academy
View Bio
მაია ხაჩიძე

მაია ხაჩიძე

მმართველი პარტნიორი, ბიზნეს კონსულტაციების ხელმძღვანელი
View Bio