შესრულების მართვა

შესრულების მართვის პროცესი, კომპანიის ღირებულებებისა და მიზნების შესაბამისად, უზრუნველყოფს სამუშაო პროცესში თანამშრომელთა აქტივობისა და ჩართულობის ზრდას. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია ისეთი ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება, როგორებიცაა - თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი ცოდნისა და უნარების განვითარებაზე ზრუნვა.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული შესრულების მართვის სერვისის ფარგლებში გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

  • ორგანიზაციის მიზნების შესწავლა
  • კომპეტენციების მატრიცის შემუშავება/შესწავლა
  • მიზნების დასახვის სისტემის აწყობა
  • შუალედური შეფასების და უკუკავშირის გაცემის სტანდარტის შემუშავება
  • კომპეტენციების განვითარება | თანამშრომელთა სწავლება და განვითარების ზოგადი სისტემის აწყობა
  • შეფასების მეთოდის შერჩევა და დანერგვა
  • სამოტივაციო სქემის შემუშავება
  • მენეჯერების ქოუჩინგი და ინსტრუქციების გაწერა.

 

აღნიშნული მომსახურებით თქვენ:

  • განსაზღვრავთ ბიზნეს პროცესებზე თანამშრომელთა კომპეტენციებისა და უნარების გავლენას
  • აღმოაჩენთ თანამშრომლების უნარებს, ცოდნასა და საჭირო კომპეტენციებს შორის არსებულ დანაკლისებს
  • საქმიანობის შესაბამისად განავითარებთ თანამშრომელთა ცოდნასა და უნარებს
  • თითოეული გუნდის წევრისთვის, მათი სამუშაოს შესრულების ხარისხის შესაბამისად, შეიმუშავებთ შეფასების სქემას.

 


სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 005 009 ან 

მაია ხაჩიძე

მაია ხაჩიძე

მმართველი პარტნიორი, ბიზნეს კონსულტაციების ხელმძღვანელი
View Bio