ფინანსური მენეჯერის ფუნქციის აუთსორსინგი

ფინანსური მენეჯერის ფუნქციის აუთსორსინგი

BDO-ს ფინანსური მენეჯერის ფუნქცია უზრუნველყოფს კლიენტი კომპანიის ფინანსური ინფორმაციის გარდაქმნას ბიზნესის სტრატეგიულ აქტივად. ჩვენ დაგეხმარებით ფინანსური მონაცემების დახარისხებასა და გაანალიზებაში, რათა გაზარდოთ ოპერაციების ეფექტურობა, მართოთ კომპანიის ლიკვიდურობა და გახადოთ ფინანსები მეტად პროგნოზირებადი თუ პროაქტიული. ამასთან, ჩვენი კვალიფიციური და მრავალფეროვანი ინდუსტრიული გამოცდილების მქონე გუნდი გაგიწევთ სრულფასოვან კონსულტაციებს, რათა შექმნათ თქვენი ბიზნესისთვის რელევანტური სააღრიცხვო პოლიტიკა.

BDO-ს ფინანსური მენეჯერის ფუნქცია მოიცავს


  • დაგეგმვა და ბიუჯეტირება
  • ფინანსური რეპორტინგი
  • ფინანსური მონაცემების ანალიზი და კონსულტაციები
  • პარტნიორი კომპანიის სახელით კომუნიკაცია მესამე მხარესთან.
  • ბიზნესის დიაგნოსტიკა
  • ფინანსური მოდელირება.

სტრუქტურირებული სამუშაო პროცესი და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც რეგულარული ამოცანების ავტომატიზაციას ახდენს, გვეხმარება მინიმუმამდე შევამციროთ შეცდომის დაშვების ალბათობა. ამასთან, BDO-ში დანერგილი მონაცემთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები თქვენი კომპანიის მონაცემების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.


შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPIs) ინოვაციური სისტემა


ფინანსური მენეჯმენტის აუთსორსინგის (CFO) გუნდი გთავაზობთ შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPIs) სისტემას, რომელიც რეალურ დროში აანალიზებს სხვადასხვა ინდუსტრიის გამოწვევებს და გაძლევთ შესაძლებლობას, ეფექტიანად მართოთ თქვენი ბიზნესი.

რას გთავაზობთ ჩვენი სისტემა?

  • რისკების დროული აღმოჩენა და მართვა
  • ბაზარზე პოზიციის გაძლიერება
  • სწრაფი და გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღება
  • მიზნობრივი სტრატეგიის ჩამოყალიბება
  • ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება.

(KPIs) სისტემა მონაცემებს წარმოადგენს გრაფიკებისა და დიაგრამების სახით, რაც მენეჯმენტს ეხმარება არსებული მდგომარეობის სწრაფად შეფასებასა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

სისტემის მუდმივი მონიტორინგი გაძლევთ სრულყოფილ სურათს ორგანიზაციის მუშაობაზე - იქნება ეს შესყიდვები, მარაგების მართვა, გაყიდვები თუ სხვა ძირითადი პროცესები.



ეს ყველაფერი აისახება BDO-ს ხარისხიან მომსახურებაში, რაც ჩვენი პარტნიორების გრძელვადიან წარმატებას განაპირობებს.

ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგი დაგეხმარებათ:

  • შეამციროთ დანახარჯები
  • გაზარდოთ ოპერაციების ეფექტურობა
  • შეამციროთ ფინანსური რისკები
  • დაინახოთ მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა ფართო ლინზით
  • აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები.


BDO-ს ფინანსურის მენეჯერის აუთსორსინგის გუნდი გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ გზას თქვენი ბიზნესის ძირითადი ფინანსური საჭიროებების გამოვლენისთვის


გახსოვდეთ, დინამიურ გარემოში ბიზნესის სტაბილურობასა და გრძელვადიან წარმატებას ფინანსური რესურსების ოპტიმალურად მართვა, რისკების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური მენეჯერული გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ. 


აღმოაჩინეთ თქვენი კომპანიის კრიტიკული არეები და დაუპირისპირეთ შესაძლებლობები. ტესტის გავლის შემდეგ, ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგის გუნდი თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ეფექტურ გადაწყვეტას უმოკლეს დროში შემოგთავაზებთ.

მიხეილ ჟუჟუნაშვილი

მიხეილ ჟუჟუნაშვილი

დირექტორი, ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულება, ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგი
View Bio