
მიხეილ ენუქიძე
BDO-ს ტრანსფერ ფრაისინგის სერვისი მოიცავს:
ტრანსფერ ფრაისინგთან დაკავშირებული დოკუმენტაცია
ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ საერთაშორისო გარიგებები, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოებს წარუდგინონ ტრანსფერ ფრაისინგის შესახებ დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს და ადასტურებს ხსენებული საერთაშორისო გარიგებების შესაბამისობას „გაშლილი ხელის“ პრინციპთან.
საქართველოს რეზიდენტ საწარმოებს უმეტეს შემთხვევაში აქვთ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტის მომზადების ვალდებულება, რომელიც მოიცავს ინდუსტრიის ანალიზს, საწარმოთა ჯგუფის ანალიზს, საწარმოს ანალიზს, ფუნქციურ ანალიზსა და ეკონომიკურ ანალიზს.
რატომ უნდა მოამზადოთ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია?
საწარმო წინასწარ არის ინფორმირებული ტრანსფერ ფრაისინგის ნაწილში რისკების არსებობის ან არ არსებობის შესახებ და შეუძლია შესაბამისად დაგეგმოს მომავალი საქმიანობა.
საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში საწარმოს შესაძლებლობა აქვს მის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე დაასაბუთოს კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში დადებული ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობა.
საგადასახადო დავისა და დამატებითი ხარჯების რისკების შემცირება
მცირდება საგადასახადო ორგანოს მხრიდან შემოწმების შემთხვევაში დამატებით გადასახადების დარიცხვისა და საგადასახადო დავის საჭიროების რისკები.
ტრანსფერ ფრაისინგის კვლევა საშუალებას აძლევს საწარმოს ისე განსაზღვროს კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში დადებული ფასი, რომ ის შესაბამისობაში იყოს გაშლილი ხელის პრინციპთან.
BDO ერთ-ერთია მსხვილ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმათაგან, რომელსაც ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებით 400-ზე მეტი პროფესიონალი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში ეწევა საქმიანობას ბიზნესი - ჩვენ ვემსახურებით ტრანსფერ ფრაისინგის კლიენტებს ყველგან - უცვლელი ხარისხით.
BDO-ს ტრანსფერ ფრაისინგის პრაქტიკა ეხმარება კომპანიებსა და მათი ჯგუფის წევრებს, განიხილონ უნიკალური საგადასახადო შესაძლებლობები. ჩვენი პროფესიონალები მუშაობენ ტრანსფერ ფრაისინგის პოლიტიკების შემუშავებაზე. ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ მიდგომას - ტრანსფერ ფრაისინგის რესურსების ინტეგრირებას ადგილობრივ და საერთაშორისო სერვისებთან.