BDO-მ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) Members Choice-ის ჯილდო მიიღო ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ 2025 წლის განმავლობაში გამორჩეულად შეფასებული პროფესიული საქმიანობისთვის.
აღნიშნული ჯილდო ენიჭებათ ორგანიზაციებს, რომლებიც გამოირჩევიან სტაბილურად მაღალი შედეგებით, ინოვაციური მიდგომებითა და ლიდერობით ბიზნესსექტორში, ასევე აქტიური ჩართულობით პროფესიული საზოგადოების განვითარებაში.
Members Choice-ის ჯილდო BDO-სთვის წარმოადგენს პროფესიული საზოგადოების ნდობისა და კოლეგიალური აღიარების მკაფიო გამოხატულებას. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის გამორჩეულ როლს საქართველოს ბიზნესეკოსისტემაში და მის პასუხისმგებლიან მიდგომას გრძელვადიანი ღირებულების შექმნის პროცესში.
