
ბრიუსელი, 2025 წლის 10 დეკემბერი: BDO-მ 2025 ფინანსური წლისთვის, რომელიც მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დასრულდა, გლობალური შემოსავლის 11 მლრდ აშშ დოლარამდე (€10 მილიარდამდე) ზრდის შესახებ განაცხადა. მოცემული შედეგი, გასულ წელთან შედარებით, წარმოადგენს 4%-იან ზრდას დოლარში (2% ევროში) და ამასთანავე აჩვენებს 8%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ასოცირებული ფირმების შედეგების ჩათვლით, BDO-ს გლობალურმა შემოსავალმა 16 მლრდ აშშ დოლარს (€15 მლრდ) გადააჭარბა, რაც 7%-იანი ზრდაა დოლარში (5% ევროში) 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით და ასახავს 9%-იან 5-წლიან საშუალო წლიური ზრდის ტემპს (CAGR).
BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი პატ კრემერი (Pat Kramer) აცხადებს:
„კიდევ ერთი ძლიერი და წარმატებული წელი გამოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გარემო კვლავაც რთულია და ინდუსტრიის დინამიკა მუდმივად იცვლება, წინ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გველოდება. ცვლილებების პერიოდში ბიზნესი განსაკუთრებით აფასებს ნდობას. დამოუკიდებლობის შენარჩუნების გადაწყვეტილება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ უსაფრთხო, გრძელვადიანი ღირებულების შექმნა ჩვენი კლიენტებისთვის - ისეთი ორგანიზაციით, რომელიც მდგრადია, მოქნილია და მზადაა მომავლის გამოწვევებისთვის".
მიუხედავად იმისა, რომ აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება კვლავ წარმოადგენს BDO-ს უმთავრეს მიმართულებას, ქსელის წევრმა ფირმებმა ზრდა აჩვენეს ყველა მიმართულებით. ზრდის ლიდერები იყვნენ საგადასახადო მიმართულება 7%-ით და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება 4%-ით. ასევე აუდიტის და მარწმუნებელმა მომსახურებამ 3%-იანი, ხოლო ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულებამ 2%-იანი ზრდა აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ წელს ბაზარი მნიშვნელოვანი გამოწვევებით გამოირჩეოდა - მათ შორის ინფლაციური ზეწოლით, კაპიტალის გამკაცრებული ბაზრებით და რამდენიმე სექტორში კლიენტების ხარჯვის შემცირებით, რეგიონული შედეგები მთლიანობაში სტაბილურ და თანაბარ დინამიკას ინარჩუნებს.
ეს სურათი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტექნოლოგიაში, ინოვაციასა და ტალანტების განვითარებაში განხორციელებულ უწყვეტ ინვესტიციებს, რომელიც EMEA-ს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში აძლიერებს ჩვენი ქსელის შესაძლებლობებს.
წლის დასაწყისში BDO-მ გამოაცხადა გლობალური სტრატეგიული განახლების შესახებ და დაადასტურა გადაწყვეტილება შენარჩუნდეს გარე კაპიტალის ინვესტიციებისგან დამოუკიდებლობა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ორგანიზაციის გრძელვადიანი მდგრადობის, კლიენტებისთვის შექმნილი ღირებულებისა და თანამშრომლების განვითარების კიდევ უფრო გამყარებას.
გლობალური გაფართოების პირობებში, ქსელის უფრო მაღალი დონის ინტეგრაცია გახდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რასაც ახლავს წევრი ფირმების კონსოლიდაციის დაჩქარება. ეს მიდგომა შესაძლებლობას ქმნის ეფექტიანად იქნას გამოყენებული რეგიონების ძლიერი მხარეები, გაძლიერდეს ერთიან ბაზარზე გასვლის სტრატეგია და მთელი ქსელი უკეთ მოემსახუროს მზარდ, საერთაშორისო და კომპლექსურ ორგანიზაციებს.
მოცემული სტრატეგიის შესაბამისად, BDO გაერთიანებულმა სამეფომ და BDO ირლანდიამ განაცხადეს გაერთიანების შესახებ, რათა კიდევ უფრო ძლიერად და კოორდინირებულად უპასუხონ საშუალო ბაზრის კლიენტების საჭიროებებს და გააფართოვონ საკონსულტაციო შესაძლებლობები. პარტნიორების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება აძლიერებს BDO-ს აუდიტის, საგადასახადო, საკონსულტაციო და რისკების მიმართულებებს რეგიონში, ეყრდნობა მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილებას და ქმნის სრულად ინტეგრირებული ოპერაციებისათვის საჭირო საფუძველს.
BDO-ს სტრატეგიული მიმართულების გასამყარებლად, ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ტრონდ-მორტენ ლინდბერგი (Trond-Morten Lindberg) დაინიშნა BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორის მემკვიდრედ, რომელიც თანამდებობაზე პეტ კრეიმერს, მისი უფლებამოსილების დასრულებისთანავე - 2026 წლის ნოემბერში შეცვლის.
ამჟამად ლინდბერგი იკავებს სტრატეგიისა და ოპერაციების გლობალური ოფიცრის პოზიციას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს BDO-ს სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, ქსელში თანხმობის, თანმიმდევრულობის და ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფაში. ეს დანიშვნა ასახავს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ლინდბერგმა შეიტანა BDO-ს განვითარებაში 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ტრონდ-მორტენ ლინდბერგმა, BDO-ს სტრატეგიისა და ოპერაციების გლობალურმა ოფიცერმა და მომავალმა გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა:
"ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან ეტაპზე BDO-სა და ჩვენი ინდუსტრიისთვის ახალი როლი დამეკისრება. წევრ ფირმებს შორის ინტეგრაციის დაჩქარებით, ტექნოლოგიებში ინვესტირებითა და გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებით, BDO მომავალზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გარდაიქმნება. ჩვენ მტკიცედ ვართ ერთგული იმისა, რომ შევინარჩუნოთ მდგრადი ზრდა და ჩვენს კლიენტებს მეტი ღირებულება შევუქმნათ.“
2025 წელს BDO-მ დააანონსა გლობალური ციფრული და ტექნოლოგიური ინვესტიციების პროგრამა, რომლის მოცულობა რამდენიმე წელიწადში 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია გლობალურ დონეზე შესაძლებლობების გაძლიერება და კლიენტებისთვის მოწინავე გადაწყვეტილებების შეთავაზება.
ინოვაციები BDO-ში დაჩქარებული ტემპით ვითარდება, მოწინავე ტექნოლოგიების პაკეტის წყალობით, რომელიც შექმნილია ინტელექტუალური ავტომატიზაციის, ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ღრმა ანალიტიკური ხედვების მიღების მხარდასაჭერად. არსებითი ინვესტიციები განხორციელდა AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების დანერგვაში, მათ შორის:
BDO-ს Digital Audit Suite-ში განხორციელებული ინვესტიცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფუძველს ორგანიზაციის მომავალი წარმატებისთვის. მოწინავე ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიტიკისა და ავტომატიზაციის ინტეგრირება ერთიან, დაკავშირებულ პლატფორმაში მნიშვნელოვნად გარდაქმნის აუდიტის პროცესებს - აუმჯობესებს ხარისხს და თანმიმდევრულობას, ამასთან, ზრდის ეფექტიანობას ქსელის მასშტაბით მოქმედ 40,000-ზე მეტი აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების პროფესიონალისთვის.
გარდა ამისა, საგადასახადო ტექნოლოგიებში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციები გლობალურ კლიენტებს აწვდის გაუმჯობესებულ ანალიტიკურ ხედვებს, რაც მათ ეხმარება განმტკიცდნენ რეგულაციების მზარდი სირთულეების პირობებში და გააძლიერონ საკუთარი მდგრადობა.
BDO-ს წარმატება მისი ადამიანების დამსახურებაა - გლობალური ქსელის პროფესიონალების, რომელთა ექსპერტიზა და თანამშრომლობა ზრდის ფირმას. ბრენდი კვლავ იზიდავს და ინარჩუნებს მაღალი კვალიფიკაციის ტალანტს: 2025 წელს ყველა ლეველსა და სერვისულ მიმართულებაში დაფიქსირდა სამუშაო ძალის ზრდა, რომელთა რიცხვი მთელი მსოფლიოს 870 ოფისში 94,900 თანამშრომლამდე (+3%) გაიზარდა.