BDO-ს პარტნიორი და BDO Legal-ის ხელმძღვანელი დავით გელაშვილი ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) იურიდიული კომიტეტის თანათავმჯდომარედ აირჩიეს. მომდევნო წლების განმავლობაში ის აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც ბიზნესში სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვას, რეფორმების წახალისებასა და საქართველოში სამართლებრივი გარემოს განვითარებას ისახავს მიზნად.
EBA-ს იურიდიული კომიტეტი შესაძლებლობას გვაძლევს ერთად წამოვწიოთ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და ვიმუშაოთ იმ ინიციატივებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერებასა და რეფორმების განხორციელებას საქართველოში. ამ მეტად მნიშვნელოვანი და ჩემთვის საინტერესო მისიის ფარგლებში ველოდები წინსვლასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას კოლეგებთან", - დავით გელაშვილი.
კომიტეტს წინ დიდი გეგმები აქვს, მათ შორის ადვოკატირების გაძლიერება, თანამშრომლობის გაღრმავება, მიზნობრივი სემინარების შეთავაზება და სტრატეგიული, სამართლებრივი გაუმჯობესების მხარდაჭერა.
