BDO საქართველომ SBTi-სგან კლიმატის მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების ვალიდაცია მიიღო

BDO საქართველომ Science Based Targets initiative-ისგან (SBTi) სათბურის აირების ემისიების შემცირების მიზნების ვალიდაცია მიიღო, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია კლიმატური მოქმედებების კუთხით და ადასტურებს მის ერთგულებას პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესპრაქტიკების მიმართ.

მიზნები დამოუკიდებლად შეაფასა და დაამტკიცა SBTi-მ SME Criteria Assessment Indicators-ის ფარგლებში. შეფასების შედეგად, კომპანიის Scope 1 და Scope 2 მიზნები კლასიფიცირდა როგორც 1.5°C ტრაექტორიასთან შესაბამისი, რაც წარმოადგენს ამბიციის ყველაზე მაღალ დონეს, რომელიც ამჟამად SBTi-ის მიერ არის აღიარებული.

2030 წლისთვის, ვალიდირებული მიზნების შესაბამისად, BDO საქართველო Scope 1 და Scope 2 ემისიებს 42%-ით შეამცირებს საბაზისო 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. კომპანია ასევე იღებს Scope 3 ემისიების გაზომვის და შემცირების პასუხისმგებლობას, მთლიანობაში კი მიზნად ისახავს ყველა Scope-ის მასშტაბით ემისიების 90%-ით შემცირებას და 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას კვლავ 2023-ის, როგორც საბაზისო წლის მაჩვენებლებთან შედარებით. SBTi-ს ვალიდაცია ქმნის მკაფიო საფუძველს ემისიების შემცირების გრძელვადიანი პროცესისთვის.

მიზნების ვალიდაცია აძლიერებს BDO საქართველოს კლიმატური მიდგომის გამჭვირვალობას და ქმნის კარგ საფუძველს ემისიების შემცირებისა და პროგრესის უწყვეტი მონიტორინგისთვის. ახლა უკვე კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ემისიების პრაქტიკული შემცირების ღონისძიებებზე, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებასა და კლიმატური ფაქტორების ოპერაციულ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ჩართვაზე.

BDO-სთვის, როგორც პროფესიული მომსახურების ფირმისთვის, მიზნების ვალიდაცია და შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ უწყვეტი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს კლიენტების მხარდაჭერას და სხვა დაინტერესებული მხარეების დახმარებას მდგრადობასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვისა და დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში.

BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი, მაია ხაჩიძე: „SBTi-ისგან მიღებული ვალიდაცია ადასტურებს, რომ ჩვენი კლიმატური ამბიციები შესაბამისობაშია დღეს არსებული ყველაზე მკაცრ სამეცნიერო ტრაექტორიასთან. ამასთან, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ აღებული ვალდებულება ვაქციოთ გაზომვად პროგრესად და ავსახოთ გრძელვადიან ქმედებაში.“

Science Based Targets initiative (SBTi) წარმოადგენს CDP-ის, გაეროს გლობალური შეთანხმების, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) და ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ავითარებს მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების დასახვის საუკეთესო პრაქტიკას და დამოუკიდებლად აფასებს კომპანიების კლიმატურ მიზნებს.