აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO საქართველო აუდიტორული ფირმების რეიტინგში უკვე მეორე წელია პირველ ადგილს იკავებს, რაც კომპანიის ძლიერი პოზიციის, გამორჩეული მომსახურებისა და ბაზარზე არსებული მაღალი ნდობის მკაფიო დასტურია.
ინფორმაცია ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე reportal.ge საჯაროდ ხელმისაწვდომ ფინანსურ ანგარიშგებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში რეგისტრირებული აუდიტორული კომპანიების (მათი საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიების შემოსავლების ჩათვლით) მიერ 2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით, BDO საქართველო პირველ ადგილს იკავებს.
ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება #ბიდიოადამიანების ძალას - პროფესიონალთა გუნდს, რომლის ექსპერტიზა, მრავალწლიანი გამოცდილება და უწყვეტი სწრაფვა განვითარებისკენ ქმნის BDO-ს სტაბილური წარმატების მყარ საფუძველს.
BDO-ს სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციური და მასშტაბურია, მათ შორის რეგიონული გაფართოება, რაც ადასტურებს, რომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ლიდერობის განმტკიცებას, ბაზრის შესაძლებლობების გაფართოებასა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საკუთარი როლის მეტად გაძლიერებას.

ანანო ციცვიძე