1 მარტიდან საქართველოში შრომითი მიგრაციის წესები იცვლება

1 მარტიდან საქართველოში შრომითი მიგრაციის წესები იცვლება


ავტორი: ანა კაკალაძე / იურისტი, BDO ლეგალ 

2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში შრომითი მიგრაციის ახალი წესები ამოქმედდება, რომელიც არსებითად ცვლის უცხოელთა დასაქმების და ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების ჩარჩოს. ეს ცვლილებები ეხება როგორც ადგილობრივ დამსაქმებლებს, ისე უცხოელ თანამშრომლებსა და თვითდასაქმებულ პირებს და მოიცავს ახალ მოთხოვნებს, ვალდებულებებსა და პროცედურებს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს დამატებით ნაბიჯებს, ვადებსა და ფორმალურ პროცესებს, რომელთა ცოდნა და წინასწარ გათვალისწინება მნიშვნელოვანია. 


BDO ლეგალის მიერ ამ თემაზე მომზადებულ პუბლიკაციაში წარმოდგენილია ცვლილებების პრაქტიკული მიმოხილვა, სადაც დეტალურად არის განხილული შემდეგი თემები: 

  • რა არის საჭირო იმისთვის, რომ უცხოელმა საქართველოში კანონიერად იმუშაოს

  • რა პროცედურების გავლაა აუცილებელი ამ ეტაპზე

  • რა ახალი ვალდებულებები ექნება დამსაქმებელს

  • რა ელით უკვე დასაქმებულ უცხოელებს 1 მარტის შემდეგ, და

  • რა გამოწვევები იკვეთება ახალ წესებთან მიმართებით.

თემასთან დაკავშირებული სიახლეებისა და ძირითადი გამოწვევების გასაცნობად, გთხოვთ ჩამოტვირთოთ პუბლიკაციის სრული ვერსია.

დავით გელაშვილი

დავით გელაშვილი

პარტნიორი, BDO ლეგალის ხელმძღვანელი
View Bio