
ქეთევან ზარიძე
Original content provided by BDO
ფინანსური დირექტორის (Chief Financial Officer - CFO) უფრო ღირებულებაზე ორიენტირებულ ლიდერად გარდაქმნა ფინანსური ფუნქციის ტრანსფორმაციის არსებითი ნაწილია. BDO გლობალის მიერ ჩატარებულ Case Study-ებში, სხვადასხვა ქვეყნისა და ინდუსტრიის ფინანსური დირექტორები გვიზიარებენ, როგორ ცვლის ღირებულებაზე დაფუძნებული მიდგომა არა მხოლოდ იმ დეპარტამენტს, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ, არამედ იმასაც, თუ როგორ აფასებენ ორგანიზაციაში შედეგებს როგორც შიდა, ასევე გარე დაინტერესებული მხარეები.ჩვენი ანგარიში - Chief Value Officer - the important evolution of the CFO, რომელიც მომზადდა ACCA-სთან თანამშრომლობით, ასახავს რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატების ფაქტორს, რასაც ეს Case Study-ები ნათლად ასახავს.

ღირებულებაზე ორიენტირებული მიდგომა
თანამედროვე ფინანსური დირექტორების (CFO) პასუხისმგებლობაა, სწორად დაბალანსონ მოკლევადიანი მიზნები და შექმნან გრძელვადიანი ღირებულება. როგორც ერთ-ერთი Case Study-ი გვიჩვენებს, ეს ორი თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო მიზანი სინამდვილეში ჰარმონიულ თანაკვეთას ქმნის.
ღირებულების დირექტორი (Chief Value Officer - CVO), რომელიც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) მარჯვენა ხელია, პასუხისმგებელია ღირებულებაზე დაფუძნებული სტრატეგიული წარმატების უზრუნველყოფაზე. ამასთან, ნათლად ჩანს ისიც, თუ როგორ უკავშირდება კომპანიის ღირებულებები დაინტერესებულ მხარეებს რეალური სარგებლის შექმნაში.
ბევრმა CFO-მ, ვისთანაც კვლევისას ვისაუბრეთ, აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიზნებისა და ანგარიშგების საშუალებით მათი ორგანიზაცია ქმნის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სარგებელს. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული მხარეები ყოველთვის ცხადად არ იკვეთებიან ფინანსური ანგარიშგების მიღმა, ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ინტეგრირებული ანგარიშგების ჩარჩო (Integrated Reporting Framework - IIRC), რომელიც ახლა უკვე IFRS Foundation-ის საქმიანობაშია ინტეგრირებული, მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ღირებულებაზე დაფუძნებული შედეგების წარმოჩენას.
მდგრადობა გრძელვადიან პერსპექტივაში და მოკლევადიანი მომგებიანობა
მდგრად მომავალში ინვესტირება მოითხოვს ადამიანის, მოგებისა და გარემოს (People, Profit, Planet) ერთდროულად გათვალისწინებას, რაც ხშირად ქმნის გამოწვევებს ტრადიციული ბიზნეს ანალიზისა და ინვესტიციების შეფასების პროცესში.
ღირებულებაზე ფოკუსირებული საქმიანობის შეფასება ფინანსურ გუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად კარგად ესმით მათ კომპანიის ოპერაციული მოდელი. როგორც Case Study-ი ცხადყოფს, ჰოლისტურმა ხედვამ შეიძლება არსებითად გაზარდოს ბიზნესის მასშტაბი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიის მისიას აშკარად აქვს გავლენა საზოგადოების კეთილდღეობაზე.
სანდო და გამართული მონაცემები
ფინანსური ფუნქციის როლი ორგანიზაციაში მონაცემების მართვასა და გამართულობაში უმნიშვნელოვანესია. ღირებულებაზე დაფუძნებულ შესრულების მოდელში ეს მონაცემები არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური კომპონენტებით, ის მოიცავს ნაკლებად სტრუქტურირებულ მონაცემებსაც, რომლებიც მხარს უჭერს სტრატეგიულ მიზნებს ბუნებრივი, ადამიანური და ინტელექტუალური კაპიტალის მიმართულებით.
ამ მონაცემთა სანდოობის შენარჩუნება ახალი გამოწვევაა ფინანსური დეპარტამენტისთვის. სწორედ ამ მონაცემებზე იქმნება სიღრმისეული ანალიზი და სტრატეგიული რეკომენდაციები.
ეს Case Study-ები მკაფიოდ ადასტურებს, როგორ იქცნენ გამოკითხული ფინანსური დირექტორები CFO-დან ღირებულების დირექტორებად (CVO) და როგორ გახდა ეფექტური ფინანსური ფუნქცია ორგანიზაციული წარმატების აუცილებელი წინაპირობა. თუმცა ეს ფუნქცია უნდა მოერგოს იმ გარემოს სადაც დღეს ოპერირებს.
ღირებულებაზე ფოკუსირება არ აფერხებს მომგებიანობას - პირიქით, გრძელვადიან პერსპექტივაში ის კიდევ უფრო აძლიერებს მას.