დღეს საქართველოს ლოგისტიკური სექტორი სწრაფი და სტრუქტურული ტრანსფორმაციის პროცესშია. სტრატეგიული მდებარეობა, შუა დერეფნის მნიშვნელობის საგრძნობლად გაზრდილი როლი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები თანამედროვე, მოქნილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის.
საქართველო სულ უფრო მეტად პოზიციონირდება როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, სადაც ტვირთნაკადის ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და სწრაფი მიწოდების მაღალი მოთხოვნა აჩენს ახალ საჭიროებებს სერვისებზე, ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომელიც გლობალური სტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი.
ამ რეალობაში კომპანია ITMC ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ მოთამაშედ გვევლინება. ის დღეს უკვე ოპერირებს 5,667 კვ.მ ფართობის მქონე საბაჟო საწყობით, რომელიც მდებარეობს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ახლოს და ემსახურება სწრაფად მზარდ ტვირთნაკადს. თუმცა ITMC-ის ხედვა გაცილებით მასშტაბურია, გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია მიზნად ისახავს ძლიერი, მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური და სრულად ინტეგრირებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოიცავს როგორც კომერციულ და ტემპერატურულად კონტროლირებად საწყობებს, ისე ამანათების დამუშავების სივრცესა და თანამედროვე Cross-docking (გადამზიდ ტრანსპორტებს შორის ტვირთის შუალედური შენახვის გარეშე გადატვირთვა) ინფრასტრუქტურას.
ITMC-ის ამბიციური მიზანი არა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებაა, არამედ ისეთი ჰაბის შექმნა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავაჭრო მოთამაშეების მომსახურებას, დაეხმარება საქართველოს ეკონომიკას ტვირთნაკადების მოზიდვაში და წვლილს შეიტანს ქვეყნის მიწოდების ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის ზრდის პროცესში.
BDO-ს გამოცდილება ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სექტორებში, ასევე მაღალი სტანდარტის ბიზნესანალიზის პრაქტიკა, ქმნის მყარ საფუძველს, რომელიც კომპანიებისთვის სრულყოფილ, სანდო და სწორ მეგზურობას უზრუნველყოფს.
BDO-სა და ITMC-ს პარტნიორობა ზუსტად პასუხობს კომპანიის იმ საჭიროებას, რომელიც მოითხოვს მაღალი სიზუსტით შესრულებულ, სანდო და მრავალმხრივ ანალიზს. კოლაბორაციამ ITMC-ს საშუალება მისცა მიეღო არა მხოლოდ ზედაპირული შეფასებები, არამედ ფართო სურათი და ისეთი სტრატეგიული ხედვა, რომელიც ბიზნესის რეალურ შესაძლებლობებს სრულად ასახავს.
კოლაბორაციის ფარგლებში ITMC-მ მიიღო:
BDO-სთან თანამშრომლობა ITMC-სთვის იქცა არა მხოლოდ ანალიტიკურ პროექტად, არამედ მაღალი რწმუნების მქონე პარტნიორობად, რომელიც აერთიანებს პროფესიულ ექსპერტიზას, მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას და სტრატეგიულ ხედვას, იმ საფუძვლებს, რომლებიც ნებისმიერი მსხვილი ინფრასტრუქტურული ინიციატივის წარმატებისათვის გადამწყვეტია.
პროექტი განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, რაც დამატებით უსვამს ხაზს თანამშრომლობის მნიშვნელობას, მაღალი ხარისხის სტანდარტებსა და განხორციელებული სამუშაოების სანდოობას.
BDO-ს მიერ ჩატარებული სიღრმისეული კვლევისა და ეკონომიკური დასაბუთების შედეგად ITMC-მ მიიღო გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული, მონაცემებზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მტკიცე გეგმა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს თავდაჯერებულად გადადგას შემდეგი ნაბიჯები ბაზრის გაფართოებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით. ამავე დროს, ის ქმნის სანდო და არგუმენტირებულ საფუძველს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მყარად და დამაჯერებლად კომუნიკაციისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს კომპანიას დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის პროცესში.
პროექტმა ITMC-ს მისცა მკაფიო წარმოდგენა, თუ სად დგას კომპანია დღეს და რა პოტენციალი აქვს მომავალში. გამოიკვეთა ის სერვისები, რომლებზეც მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია და ჩამოყალიბდა გაფართოების მოდელი, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება შუა დერეფნის დინამიკასა და ტვირთნაკადის ზრდად ტენდენციებს.
პროექტის მთავარი შედეგი ის არის, რომ BDO-ს მიერ მომზადებული დასაბუთება ITMC-ს აძლევს არა მხოლოდ მიმდინარე გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტს, არამედ გრძელვადიან, მკაფიო ხედვას, რომელიც აერთიანებს ბაზრის ტენდენციებს, ფინანსურ ეფექტიანობას და ინფრასტრუქტურული განვითარების პერსპექტივას. ეს არის საფუძველი, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები და დაიკავოს კიდევ უფრო გამოკვეთილი ადგილი საქართველოსა და რეგიონის ლოგისტიკურ ეკოსისტემაში.

დავით ფაღავა